ძებნა

2011-05-04

უცხოური ტელეარხების ვებ-გვერდები

რა თქმა უნდა ისეთ ცნობილ ტელეაერხს, როგორიც არის BBC  აქვს თავისი ვებ-გვერდი.
იგი გაფორმებულია საკმაოდ სადად. შავ და თეთრ ფერებში.
მთავარი გვერდი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი საიახლეებით, შემდეგ მოდის ახალი ამბები, ბიზნესი, სპორტი, მეცნიერება და გარემო, მოგზარობა.
გვერდი გვთავაზობს მომსახურებას სხვადასხვა ენებზე და მთავარ გვერდზე გამოტანილია ამ ქვეყნების ჩამონათვალი. 
ასევე მთავარ გვერდზე მოცემულია ვიდეო და აუდიო მასალა,  ყველაზე პოპულარული სიახლეების ჩამონათვალი და ამინდის პროგნოზი. ასვე არის საძიებო სისტემა.
 გვერდი იყოფა შმედეგ ნაწილებად: სიახლეები, სპორტი, ამინდი, მოგზაურობა, ტელევიზია, რადიო, და სხვა.
ახლა მაბებში დევს უახლესი ინფორმაცია, რომლის განახლება ხდება ძალიან სწრაფად დ აუახლესი ინფორმაცია დადებულია ერთი წუთით ადრე. მოცემულოია ყველა სიახლე და შესაძლოა როგორც ვიდეო, ასევევ აუდიო მსალის ხილვა.
ყველა განყოფილებიის განახლება ხდება ძალიან სწრაფად და ინფორმაცია არის მოცემული ძლიან დეტალურად. თითოეული განყოფილება კიდევ უფრო ფაღტოვდება და იყოფა სხვა ნაწილებად. არის მოცემული ყველა ტიპის მასალა, ფოტო, ვიდეო და წერილობითი.
ვფიქრობ  BBC-ს ვებ გვერდი არის ძლიან ინფორმაციული და საკმაოდ მაღალ დონეზე გაკეთებული.

 ასევე საკმაოდ საინტერესოა ისეთი ტელეკომპანიის ვებგვერდი, როგორიც არის CNN.
  იგი გაფორმებულია  წითელ და თეთრ ფერებში. გვერდი არის საკმაოდ დატვიღტული.
მთავარი გვერდი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეებით.
შემდეგ არის მოცემული ვიდეომასალა მათი შოუებიდან. 
მთვარი გვერდი დაყოფილია პატარა ბლოკებად: აშშ, მსოფლიო, ბიზნესი, პოლიტიკა, გართობა, ჯანმრთელობა, ტექნოლოგიები, მოსაზრება, სპორტი, ხალხი, მოგზაურობა. მოცემულია თიტოეული ამ ნაწილის სათურების ჩამონათვალი.
გვერდს აქვს საძიებო სისტემა და ამინდის პროგნოზი.
 
ზოგადად გვერდს აქვს შემდეგი ნაწილები: ვიდეო, საიხლეები, აშშ, მსოფლიო, პოლიტიკა, სამსართალი, გართობა, ტექნოლოგიები, ჯანმრთელობა, ცხოვრება, მოგზაურობა, მოსაზრება, ფული და სპორტი.
ასევე აქაც მოცემულია დაწვრილებითი და ვრცელი მასალა. თითოეულ ინფრომაციას ხლავს ვიდეო მასალა, წერილობითი ტექსტი და ფოტომასალა. მოცემულია ანალიზი და მოსაზრებები.
ინფორმაციის განახლება ხდება ძალიან სწრაფად და  მნახველს ეძლევა იმის საშუალება რომ ინტერნეტის მეშვეობით მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია.
   

 

No comments:

Post a Comment