ძებნა

2011-05-06

დამოკიდებულება სოციალურ ქსელებთან

   დროთა განმავლობაში ინტერნეტის და სოციალური  ქსელების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. დღეს ამის გარეშე ცხვოვრება სრულიად წარმოუდეგნელია. საზოგადოება ინტერნეტზე დამოკიდებული გახდა. ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებს. ინფორმაციის მისაღებად, გასავრცელებლად და  ერთმანეთთან ურთიერთობის მიზნით. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ  ინტერნეტმა ჩაანაცვლა ადამიანების უშუალო კავშირები და ისინი ყველზე დიდ დროს სწორედ კომპიუტერთან ატარებენ. ინტრენეტს მოიხმარს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით იგი ახალგაზრდებშია პოპულარული.  სოციალური ქსელი რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა, არის facebook-ი.  ასევე არსებობს ბლოგები და ბლოგოსფერო, მაგრამ  იგი არ არის იმდენად პოპუალრული და ზოგს მის შესახებ არც აქვს ინფორმაცია. თუმცა ისინი  ვინც დაინტერესებულია ბლოგებით, საკმაოდ აქტიურად მოიხმარს მათ. ზოგს აქვს თავისი ბლოგი, ზოგი სხვისი ბლოგების კითხვით არის დაინტერესებული და კომენტარების დატოვებით შემოიფარგლება.
მე გავესაუბრე  თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტეის მესამე კურსისი სტუდენტს, ცოსიალური ქსელების მიმართ  მისი დამოკიდებულების გასაგებად.


  რამდენ  საათს ატარებთ ინტერნეტ სივრცეში?
- დღეში 6-7 საათს

  ხართ თუ არა სოციალური ქსელების და ბლოგოსფეროს აქტიური მომხმარებელი?
- სოციალური ქსელების აქიური მომხმარებელი ვარ, ბლოგოსფეროსი ნაკლებად.

ბლოგი თავადაც გაქვთ თუ უბრალოდ მკითხველი ხართ?
-ბლოგი მე არ მაქვს, მაგრამ ვკითხულობ სხვის ბლოგებს და ვტოვებ კომენტარებს. მომწონს ია ანთაძის ბლოგი.

თქვენი ცხოვრების რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური ქსელები?
-იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე ერთი დღეც არ წარმომიდგენია გაძლება. ფაქტობრივად დამოკიდებული ვარ მასზე. საქმე რომც არ მქონდეს მაინც სულ შევდივარ. ვტვირთავ ვიდეოებს, ვწერ პოსტებს, ვტოვებ კომენტარებს, ვეკონტაქტები მეგობრებს.

მოიხმართ თუ არა რაიმე ქართულ პროდუქციას თუ მხოლოდ  facebook-ს?
- მე მხოლოდ facebook-ის მომხმარებელი ვარ.

ენდობით თუ არა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ იიფორმაციას?
-არ ვენდობი, იყო შემთხევევბი როდესაც გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და გადამოწმების შედეგად გავიგე რომ იყო მცდარი.

რასაც თავად აქვეყნებთ შეესაბამება სიმართლეს?
-მე ბლოგი არ მაქვს , მაგრამ ის რასაც სხვა  სოციალურ ქსელებში ვავრცელებ ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს.

 რა მიგაჩნიათ ვირტუალური კავშირების დადებით და უარყოფით მხარეებად?
-უარყოფითი არის ის, რომ არ განიჭებს უშუალო კავშირის განცდას და მაინც არ შეედრება რეალურ კონტაქტს. ის მაინც ვერ შეცვლის პირისპირ ურთიერთობით მიღებულ სიამოვნებას, თუმცა დადებით მხარე აქვს ის, რომ ნებისმიერ დროს დაუკავშირდე ადამიანს, რომლის ნახვასაც ვერ ახერხებ. განსაკუთრებიტ კარგია უცხო ქვეყნებში მეგობრებათან საკონტაქტოდ.

No comments:

Post a Comment